Sunday, February 9, 2014

პირველი პოსტი (ბლოგის და ჩემს შესახებ)

  მოგესალმებით, მე გახლავართ სოლომონ მაისურაძე, დავიბადე 1994 წლის 6 მარტს, ქ.გორში ამჟამად ვცხოვრობ. გორის რაიონ სოფ. ვარიანში.
დღეს-დღეობით სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვარ და პარალელურად სტუდენტიც ვარ, ამ ორი სფეროს შეთანხმება ცოტა ძნელია მაგრამ მაინც ვახერხებ ორივე საქმის კარგად წაყვანას.

   მოგეხსენებათ სოფელში ცხოვრება ყოველთვის დასვენებასთან და სუფთა ჰაერთან ასოცირდება, მაგრამ ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყველაფერს რასაც საკვებ პროდუქტებად ვიყენებთ მათი უმეტესი ნაწილი სოფლიდან იწარმოება, ეს კი სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა.
  ამ ბლოგის მიზანია დავეხმაროთ ერთმანეთს სასოფლო სამეურნეო საქმებში, გაუზიაროთ ერთმანეთს საინტერესო რჩევები და გავაცნოთ ახლაი ტექნოლოგიები ერთმანეთს. ამ სახის ინფორმაცია ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ვინც ამ საქმით დანტერესებულია და ინტერნეტში ცდილობს ინფორმააცის მოძიებას ისინი ძირითადათ რუსულ ან ინგლისურ ენოვან საიტებს ნახულობენ, მაგრამ ჩდება კითხვა რა ვქნათ  ვინც უცხოურ ენას კარგად ან საერთოდ ვერ ვფლობთ? (კარგი იქნება თუ ვისწავლით :) )
   ჩემს სოფელში ძირითადათ მიწათ მოქმედებას და მეხილეობას მისდევენ, მესაქონლეობა ნაკლებად განვითარებული სფეროა (მცირე საძოვრების გამო)
აქაურ მხარეში ზომიერათ დაბალანსებული კლიმატია, სამურნეო სამუშაოები ადრეული გაზაფხულიდან იწყება და მოსავლის აღებით გვიან შემოდგომამდე გრძელდება.

No comments:

Post a Comment